Лазаре

Молодежное движение

Вторник, Сентябрь 07

           | 
Вы здесь: Блоги Архив შინდისის გმირები

შინდისის გმირები

E-mail Печать PDF

 

შინდისთან ქარიც ჩერდება,
ნაბიჯს აღარ დგამს შემდეგს...
ქედებს დუმილად ედება
და შენც, ქართველო, შესდექ!..

აგვისტოს მერე ასეა...
ქარსაც კი ძალას აცლის,
ქრონიკის სუსხი და ნავსი
იმ ორიათას რვა წლის!..

შესდექ და ყური დაუგდე,
დუმილი რასაც გოდებს,
რომ როსმე არ დააუგდე
და შენც სათქმელი გქონდეს!..

წმინდაა ეს ადგილები,
ყველგან სისხლებად ჟონავს,
ძვლები შინდისის გმირების
და მხილველსა გვრის ჟრჟოლას!..

შემოეალყა რუსი მათ
ტყვიის აწვიმდა ცეცხლებს,
მაგრამ უფალმა უსმინათ,
რომ არცერთი არ შერცხვეს!..

იბრძოლეს ვით შეშვენოდათ,
მტერს კი არ დაუნებდნენ...
სამშობლოსათვის - სჯეროდათ -
თავს სასიკვდილოდ დებდნენ!..

ჰოდა, აღსრულდნენ კიდევაც,
როგორც სჩვევიათ გმირებს,
სულებს ცა უძღვნის დიდებას,
მიწა უკოცნით პირებს!..

ჩვიდმეტნი იყვნენ, ჩვიდმეტსვე
ერთად უწია ლოცვამ,
ღმერთთან ავიდნენ იმ დღესვე,
გარდაიცვალნენ როცა!..

ლევან სიჭინავა


(2 Голосов)

Добавить комментарий

 

Материалы, опубликованные на сайте www.lazare.ru , не всегда совпадают с мнением редакции.

При использовании любого материала ссылка на сайт www.lazare.ru обязательна.