Главная » Новости » Культура и спорт

პანკისის ხეობაში მათე ალბუთაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

29 июня 2010 Распечатать Распечатать Нет комментариев

30 ივნისს, 14:00 საათზე, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ქისტი განმანათლებელის, სასულიერო მოღვაწის, თეოლოგის, მწერლისა და პუბლიცისტის, მათე ალბუთაშვილის დაბადებიდან 157 წლისთავს აღნიშნავენ. გაიმართება მისი წიგნის “პანკისის” პრეზენტაცია და სახალხო ზეიმი (სპორტული და კულტურული ღონისძიებები). ღონისძიება ტარდება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ფინანსური მხადაჭერით. ხსოვნის საღამოში მონაწილეობას მიიღებენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე, USAID/UNAG “ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამა”, კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა, ს. ჯოყოლოს რწმუნებული, თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მეცნიერები, საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი “კავკასიური სახლი”, არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიური მოზაიკა”, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი “პანკისი”, ქისტ ქალთა ფონდი “მარშა კავკაზ”, მომღერალი სულთნ ბორჩაშვილი, ქისტი პოეტები სულეიმან გუმაშვილი და ბორის ნაციშვილი, ჩეჩნეთის სახალხო არტისტი მუსა ნასაგაევი, ინგუშეთის სახალხო არტისტი ალაუდინ ესმურზიევი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდები პანკისის კეთილდღეობისათვის”. ღონისძიება შესულია რეინტგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებულ “შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის 2010 წლის სამოქმედო გეგმის პროექტში”.

GHN

Оставить комментарий или два

Добавьте свой комментарий или трэкбэк . Вы также можете подписаться на комментарии по RSS.

Будте вежливы. Не ругайтесь. Оффтоп тоже не приветствуем. Спам убивается моментально.

Вы можете использовать эти тэги:
<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>