ბათუმში როკფესტივალი “ახალი ტალღა” გაიმართება
ბათუმში, ჯაზფესტივალის შემდეგ, როკფესტივალი – “ახალი ტალღა” გაიმართება. როკფესტივალი წელს მეხუთედ ტარდება და მასში როკჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობენ. “წელს ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მოლაპარაკებები ჩვენი მეზობელი ქვეყნის როკერებთანაც მიმდინარეობს და შესაძლოა, ფესტივალში მონაწილეობა უცხოეულმა როკერებმაც მიიღონ”, – აცხადებს ფესტივალის დირექტორი ლევან წულუკიძე. როკფესტივალი ბათუმის ბულვარში 7 აგვისტოს გაიხსნება და ორ დღეს გაგრძელდება. ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტებზე დასწრება უფასო იქნება. ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია “არტ-ვეივია”.
GHN


Оставить комментарий или два